სამუშაო შეხვედრა მარნეულის საკრებულოში გენდერული საბჭოს შექმნის შესახებ
პარასკევს, 16 თებერვალს, 16:00 საათზე მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართება სამუშაო შეხვედრა მარნეულის საკრებულოში გენდერული საბჭოს შექმნის შესახებ. შეხვედრას გაუძღვება ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს გენდერული საბჭოს მდივანი ია ესებუა.
სამუშაო შეხვედრა მიეძღვნება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ახალი გენდერული საბჭოს ჩამოყალიბებისა და მომავალი თანამშრომლობის გზების შესახებ. შეხვედრის მიზანია ადგილობრივ დონეზე გენდერული პრაქტიკის სრულყოფა. შეხვედრა ღიაა დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
საკონტაქტო პირი – მარიამ სამხარაძე, ტელ: 598 43 03 39
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments