“სკოლის დირექტორებმა უნდა დაინახონ, რომ მსგავსი ფაქტისთვის ბრძოლას აზრი ნამდვილად აქვს”

adreuli kortsineba

მარნეულელი 16 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა ექსტერნად ჩაბარებას ითხოვს, როგორც სკოლის დირექტორი, ქეთევენ მერაბიშვილი „რადიოსთან“ საუბარში განმარტავს, გოგონას  ასაკი გამოცდის ჩასაბარებლად სრულიად უწყობს ხელს , რაც შეეხება მის აკადემიურ მოსწრებას ნიშნობის შემდეგ საგაკვეთილო პროცესზე აქამდე დადიოდა, თუმცა უკვე 2 დღეა არ ადადის.  კლასის დამრიგებლი ოჯახშიც მივიდა ,მიზეზად კი მისი ავად ყოფნა დაუსახელეს. მოსწავლის  ნიშნობის საქმეს  მარნეულის  სოციალური სამსახურიც სწავლობს. დირექტორმა მოსწავლის გაცდენის შესახებ მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალურ მუშაკს აცნობა, თუმცა მან ინფორმაციის გასარკვევად დამრიგებლის კონპეტენცია დაასახელა.

როგორც მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი თეონა სისვაძე ამბობს, გოგოს ოჯახში მისულები იყვნენ, ნიშნობის ფაქტი დაადასტურეს, რაც შეეხება ბიჭთან საუბარს, მასთან შეხვედრას დაჰპირდნენ,  თუმცა ნახვა  ვერ მოახერხეს, მიზეზად კი მისი თურქეთში ყოფნა დაუსახელეს, ამიტომ მათ ამდრომდე  მხოლოდ ბიჭის სახელი და გვარი იციან გოგონას მშოლები კი ინფორმაციას არ ამბობენ.

“ოჯახში მივედით, დედას და გოგოს ვესაუბრეთ, ნიშნობის ფაქტი დაადასტურეს. დედის განცხადებით მისი მეუღლე ამჟამად თურქეთში იმყოფება.  მომვალი საქმროს  სახელი და გვარი გვითხრეს.  ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ნიშნობაა და ქორწილი გოგონას სრულწლოვნების შემდეგ იქნება, მანამდე კი სკოლას დაამთავრებს. ჩვენ, ჩვენი კონპეტენციის ფარგლებში რეკომენაციები გავეცით.”- ამბობს თეონა სისვაძე 

სისვაძის თქმით,  16 წლის გოგოს ნიშნობის საქმეში პოლიციიის ჩარევა მნიშვნელოვნად ჩათველეს და მათ  ბიჭის სახლი, გვარი და სავარაუდო საცხოვრებელიც უთხრეს.  მანამდე კი სოციალური მომსახურების სააგენტო პოლიციის საპასუხო წერილის მოლოდინშია.

ადგილობრივი გენდერის სპციალისტი ,ნონა სამხარაძე ამბობს, რომ აუცილებელია კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური სამსახურის გააქტიურებ ასევე,  მნიშველოვანია ფსიქოლოგის ჩართვა.  სკოლის დირექტორებმა უნდა დაინახონ, რომ მსგავსი  ფაქტისთვის ბრძოლას აზრი ნამდვილად აქვს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register