მარნეულში რკინიგზის მონაკვეთი უსაფრთხოების ნიშნების გარეშეა

RKINGZA

რამდენიმე კვირის წინ, მარნეულში მეშვიდე კლასელ ბავშვს მატარებელი დაეჯახა.  გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე  ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  სარკინიგზო ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის  წესის დარღვევას, რამაც ადამიანის  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარნეულის N2 საჯარო სკოლა  რკინიგზასთან ძალიან ახლოსაა, სკოლის მოსწავლეები სახლში წასასვლელად მოკლე გზას  მომხდარი ფაქტის შემდეგომაც იყენებენ  და ყოველდღიურად  ლიანდაგის გადაკვეთა უწევთ.

RKINGZA4 RKINGZA3

რადიო „მარნეულმა“ ინციდენტის შემდგომ მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, იქ უსაფრთხოების მანიშნებელი ნიშანი მხოლოდ ერთია, რომელიც ხიდის  ბოძს აქვს მიმაგრებული ორი მხრიდან რკინის მავთულებით.

RKINGZA5

არ არის განთავსებული სხვა გამაფრთხილბელი ნიშნები, რომელიც რკინიგზის უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

rkingzis nishnebi

რადიო „მარნეული“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა,  რომლებმაც საგზაო ნიშნების განთავსების თაობაზე სრული მზადყოფნა გამოთქვეს, თუ გზის მონაკვეთი მათ ეკუთვნით.  ამ შმთხვევაში კი მარნეულის მერიას განცადებით მიმართვა მოუწევს.

მარნეულის მერიის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა დავით ხარშილაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ მას რკინიგზის  დეპარტამენტში უთხრეს, რომ გამაფრთხილებელი ნიშანი იქ არის, თუმცა თავად არ დაუნახავს. ამბობს, რომ საქმის მოსაკვლევად ადგილზე მივა.

თუმცა მოიკვლია თუ არა საქმე დავით ხარშილაძემ არ ვიცით , რადგან ის ჩვენს ზარებს  ამდრომდე არ პასუხობს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register