საატესტატო გამოცდაზე შტანილ ცვლილებას გამოკითხულთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს

საატესტაო გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ცვლილება კი იმას გულისხმობს, რომ თუ აქამდე მოსწავლე საატესტატო გამოცდაზე ქულით ფასდებოდა ახლა აღარ შეფასდება.  ტესტირების დასრულებისას მოსწავლე შეტყობინებას მიიღებს  იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ  მიიღო  თუ არა მან მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი ან ნაკლები.

გამოკითხული აბიიურიენტების ნაწილი  ამ ფაქტს არასწორად მიიჩნევს  და თვლის, რომ ეს მოტივაციას ადაბლებს და ქულა საჭიროა.

ცუდია იმიტომ, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად გამოჩნდება,  ვერ გაიგებ რა ქულაა მიღე. ყველა ერთნაირად რატო უნდა შეფასდეს?“

„ჩემი აზრით ეს ცუდია, მე ახლა მე-11 კასელი  ვარ, ჩემზე კარგი მოსწავლეებიც არიან კლასში, ერთნაირად რატომ უნდა გამოვჩნდეთ ?„

ერთ-ერთი მშობელი ამბოს, რომ ქულების არსებობა საჭიროა.   ორი შვილი ჰყავს, რომლებიც ერთაირად ვერ სწავლობენ და თვლის, რომ შსეფასება ამ შემთხვევაში მისთვის მნიშვნელოვანია.

„მე ორი შვილი მაყავს, ერთი კარგად სწავლობს მეორე არა. მართლა მაინტერესებს როგორ შეფასებას მიიღებენ, მე მივიჩნევ, რომ ქულები უნდა იყოს“

წელსაც, გამოსაშვები გამოცდები  ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით  (Gcat) ტარდება.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register