ელენე რუსეცკაია -“პროცესი მოქალაქეების ჩართულობით უნდა მოხდეს, რომ ეფექტიანი იყოს”

genderi

დღეს, 16 თებერვალს  მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართა  სამუშაო შეხვედრა მარნეულის საკრებულოში გენდერული საბჭოს შექმნის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდობის კავშირის“ თავმჯდომარე ლეილა მამედოვა მიიჩნევს, რომ საბჭოში  მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა შევიდეს.

“მე ვიმედვონებ, რომ ამ ნეგატიურ ასპექტებს ჩვენ განვიხილავთ და საბჭოს შემადგენლობა შეიცვლება. იმიტომ, რომ რაიონში, სადაც მოსახლეობის 80% არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი,  ასევე რუსები, სომხები, ასირიელები და ა.შ. აქ ვფიქრობ არა მხოლოდ პოლიტკორექტულობის გამოვლენაზე, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ თუ  ვინ იმუშავებს  მოსახლეობასთან”- ამბობს ლეილა მამედოვა

ია ესებუა მარნეულის გენდერული საბჭოს მდივანი ამბობს, რომ  ახალი პრაქტიკაა მათთვის მსგავსი საქმინობა. იმედოვნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია ამბობს, რომ თავიანთი ორგანიზაციის ინიციატივით  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დეცენტრალიზაციის პროცესს , რასაც გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროგრამას ეძახიან და  ამის ხელშეწყობა ხდება. რუსეცკაიას თქმით,   კანონები, ვალდებულებები  თუ სამოქმედო გეგმები , რომელსაც ქვეყანა მიიღებს ის უნდა განხორციელდეს ადგილებზე და ამისთვის საჭიროა   შეიქმნას ინსტიტუციები. სწორედ ამისთვის მოხდა  ადვოკატირება გენდერული თანასწორობის კანონში ცვლილების ,  რომელიც ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს შექმნან გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმები- საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო , ხოლო მერიაში პოზიცია, პასუხისმგებელი პირი გენდერზე.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იმ თვალსაზრისით შედგა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართვა იმისთვის, რომ დოკუმენტები და პოლიტიკა, რომელიც ადგილზე იქნება წარმართული   პოლიტიკაში იყოს აღწერილი იმ ადამიანების საჭიროება, რომლებიც აქ ცხოვრობს. ამ ადამიანების საჭიროება კი  გენდერულ ჭრილში სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იციან, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლებში. პროცესი მოქალაქეების ჩართულობით უნდა მოხდეს  რომ ეფექტიანი იყოს და ეს უნდა აისახოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.” -ამბობს ელენე რუსეცკაია

თუ როდის დაიწყებს გენდერული საბჭო ფუნქციონირებას ჯერ ცნობილი არ არის .

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register