სკოლის დირექტორი დანიშნულ მოსწავლეზე- “უკვე დავიღალე, ბრძოლას აზრი არ ჰქონია!”

adreuli-kortsineba

16 წლის მარნეულელი გოგო ,რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა  დღეს სასწავლო დაწესებულებაში მშობლებთან ერთად განცხადება დატოვა სკოლიდან გასვლის თაობაზე. როგორც დირექტორი, ქეთევან მერაბიშვილი „რადიოსთან“ საუბარში აღნიშნავს, მიზეზი თუ თუ რატომ გაჰყავთ გოგონა სკოლიდან მშობლებს  წერილობით არ დაუფიქსირებიათ, თუმცა მასთან საუბრისას თქვეს, რომ დაიღალნენ სოციალურ სამსახურში და პოლიციაში სიარულით. დირექტორმა განცხადება დაიტოვა და მშობლებს მოსაფიქრებლად დრო მისცა.  ამის შესახებ კი ადგილობრვ სოცილურ სამსახურს უკვე  აცნობა. მას არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ჰქონდა შეხვედრა.

ნიშნობის ფაქტზე საფრთხის შემცველს მარნეულის პოლიციის თანამშრომელი ვერ ხედავს. როგორც მერაბიშვილი ამბობს, მას გამომძიებელი გოგონას თანდასწრებით ესაუბრა და  საქართველოს კანონმდებლობისა და სკოლის კანონმდებლობის გამიჯვნა სთხოვა.

გაომძიბელმა რომ დამირეკა მითხრა,  ეს არის საქართველოს კანონმდებლობა, 16 წლის ბავშვი არაფერს არღვევს,  დაინიშნა მშობლების თანხმობით.   შენ თუ სკოლაში სხვა კანონმდბლობა გაქვს არ ვიცი, ბავშვი თანახმაა.“-ამბობს მერაბიშვილი

ქეთევანი ამბობს, რომ ნიშნობის ფაქტზე დირექტორის კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს, ხოლო გამომძიებელის საუბარს უარყოფითად იმ ნიშნით აფასებს, რომ საუბარი  გოგონას თანდასწრებით ხდებოდა, რაც მისივე თქმით, დირექტორის ქმედებას აუფასურებს.

“უკვე დავიღალე, ბრძოლას აზრი არ ჰქონია!” – ამბობს სკოლის დირექტორი

რადიო “მარნეული” 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register