ნაგვით სავსე ქუჩების დასუფთავება სოფელ კირიხლოში არ იგეგმება
კირიხლო მარნეულიდან 27 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სოფელს მრავალი პრობლემა აქვს.
სოფელში ჩასულებმა მარტივად ქუჩაში დაყრილი ნარჩენები შევამჩიეთ, რომელიც დღითიდღე მატულობს.
ბავშვებს სკოლაში წასასვლელად მთელი გზის გავლა ნარჩენებით მოფენილ ქუჩაზე უწევს.
როგორც მოსახლეობა ამბობს, მათ სანაგვე ურნები არასდროს ჰქონიათ.
სოფელის მოსახლეობა პრობლემად სასმელ წყალსაც ასახელებს, მართალია მათთან სატუმბო სადგური დგას და წყლის მიწოდება წესით პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა სადგურიდან წყალი რუსთავსა და გარდაბანში ნაწიდება.
მათ კი წყლისთვის მიწის ამოჭრა და მღვრიე შეფერილობის წყლით დაკმაყოფილება უწევთ, მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ჯანმრეთელობისთვის მსგავსი წყლის მოხმარება საზიანოა.
მარნეულის სოფწყალის დირექტორის მოვალეობის შემსრლებელი ალექსი მამუკაშვილი განმარტავს, რომ სოფელში წყლის პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება.
“მაგათ წყალი მალე უნდა მიეწოდოთ, ახალი ხაზია გაკეთებული რუსთავწყალიდან. მანდ არის რუსთავის სატუმბო სადგური და მოლაპარაკება მიდის ახლა წყალსადენის გადმოცემაზე.”
რაც შეეხება სოფელიდან ნარჩენების გატანას და ნაგვის ურნების დადგმას,როგორც ჩანს მოსახლეობას კიდევ დიდხანს მოუწევს არსებულ რეალობაში ყოფნა. როგორც შპს “სუფთა მარნეული”-ს დირექტორი ლერი მუმლაძე ამბობს, კირიხლოში ამ ეტაპისთვის დასუფთავებისა და ურნების დაგმის მხრივ არაფერი იგეგმება და ამბოს, რომ ეს ყველაფერი დიდი თანხებთანაა დაკავშირებული და პროექტის ფარგლებში დაფინანსების მოლოდინში არიან.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments