გლანდების ოპერაცია, რომელიც მოზარდის გარდაცვალებით დასრულდა.

hart

მარნეულის  სოფელ  ქუთლიარში  მცხოვრები 12 წლის მაჰალ გურიანოვისთვის გასული წლის ნოემბერში გლანდების ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. 30 ნოემბერს  შპს „ადიკი“ რომელიც 2016 წელს სსიპ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მონაცემებით გადაერქვა „მარნეულის სამედიცინო ცენტრი“ , მარნეულში 26 მაისის ქ. ყოფილი მარნეულის ცენტრალური საავანტყოფოს მესამე სართულზე მდებარეობს. როგორც მაჰალ გურიანოვის მამა  ჩვენთან საუბარში აცხადებს ბავშვი სრულიად ჯანრთელი იყო. ოპერაციამდე მას ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციის დროს გული  ორჯერ გაუჩერდა. რის შედეგადაც 12 წლის მოზარდი კომაში ჩავარდა. მამა იხსენებს, რომ კლინიკის ექიმებმა  განუამრტ საგანგაშო არაფერი მომხდარა და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

“მოგვატყუეს, ორი დღე ბავშვი კლინიკაში გააჩერეს გვითხრეს ყველაფერი კარგად იქნება. თან ამ ორი დღის საფასურის გადახდაც მომთხოვეს, 3 ათასი ლარი. მერე დაგვიანებულზე ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. არც იქ  უვლიდნენ კარგად და ჯამრთელ ბავშვს ასეთი რამ დაემართა. ან ნარკოზის დოზა იყო მაღალი, ან ინფექცია შეიტანეს, არ ვიცი.”

შპს „ადიკი“ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით  2007 წელს ინდვიდუალურ მეწარმეზე ერთადერთ მფლობელზე,  ხათუნა პარასტაევაზე არის დარეგისტრირებული.

ჟურნალისტების დანახვაზე კლინიკის ადმინისტრაცია დაუმალავი აგრესიით შეგვხვდა. აღმოჩნდა, რომ კლინიკას, როგორც თავად განმარტეს დირექტორი არ ჰყავს და ექიმებიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩამოდიან.

მიზეზები თუ რატომ გაუჩერდა გული 12 წლის პაციენტს ოპერაციის დასრულებისთანავე განმარტებას ვერ აკეთებენ. კლინიკაში გაბრზაებულ ადმინისტრატორს მთავარ ექიმთან ან კლინიკის დირექტორთან დაკავშირება ვთხოვეთ, რომელმაც შემდგომში კლინიკის ექიმთან ეკა კოსარიშვილთან გადაგვამისამართა. რომლის განმარტებით, 30 ნოემბერს ოპერაციის დროს  კლინიკაში შემთხვევით იმყოფებოდა

“გული ერთხელ თუ ორჯერ გაუჩერდა ზუსტად აღარ მახსოვს.  თუმცა აამუშავეს მაინც, სამწუხაროდ როდესაც გული ჩერდება, ტვინს ჟანგბადის უკმარისობის გამო საკვები არ მიეწოდება და ტვინის უჯრედები კვდება. ყველაფერი გაუკეთდა. მაგრამ პაციენტი ერთ თვეში გარდაიცვალა”-ამბობს კოსარიშვილი

მოზარდის მამის თქმით ,შვილი კომატოზურ მდგომარეობაში მარნეულის კლინიკაში ორი დღე გააჩერეს. ამ დროს მშობლებიმა სხვა ექიმებსაც მიმართეს, თუმცა  კლინიკიდან საბუთები არ გაატანეს. ორი დღის შემდეგ კი კლინიკაში გადაწყვეტილება მიიღეს მოზარდი ციციშვილის კლინიკაში რეანიმაციაში გადაეყვანათ, სადაც 12 წლის ბიჭი 38 დღის განმავლობაში კომიდან არ გამოსულა და ისე გარდაიცვალა.

მშობლის თქმით,  შპს „ადიკი”-ს ადმინისტრაცია შვილის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა, თუმცა დღემდე მათ აარავინ დაკავშირებია.

საქართველოს  შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამ ფაქტზე კომისიის დასკვნა ჯერ არ დადებულა.  ექსპერტიზის  დასკვნის შემდეგ გადაწყდება ექიმი ანესთეზიოლოგის და ქირურგის პასუხიმგებლობის საკითხი. ამ ეტაპზე ორივე ექიმი  აგრძელებს საქმიანობას, ისევე როგორც მარნეულში მდებარე კლინიკა „ადიკა“.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register