მარნეულს შესაძლოა ახალი სოფელი “ივერიონი” შეემატოს

yeni kend18

მარნეულში შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლება, რომელიც მარეთის სახელწოდებით არის ცნობილი შესაძლოა სოფლის სტატუსი მიენიჭოს და „ივერიონი“ დაერქვას.

სოფელი მრავალი წელია არსებობს.

yeni kend19

პირველი მოსახლე იქ 1980 წელს ნელი დევიძე დასახლდა, რომელმაც მიწის გარკვეული ნაკვეთი სამსახურიდან საკუთრებაში მიიღო.

როგორც ის დღეს ჩვენთან საუბარში იხსენებს, ნაკვეთი რადმდენიმე თანამშრომელმა კენჭისყრის შედეგად გადაინაწილეს. ნელის ადგილი მოსწონდა და გადაწყვიტა საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე საქმისთვის ხელი მალევე მოეკიდა და მშენებლობა დაეწყო.

ის პროფესიით მშენებელია და სახლის აშენება დამხმარეებთან ერთად საკუთარ თავზე აიღო. მშობლებმა არც კი იცოდნენ, რომ მას შულავერში სახლის მშენებლობა ჰქონდა დაწყებული

„ისე გავაკეთე სარდაფი, ოჯახმა არც კი იცოდა.  დედაჩემს უკვიდა სად დავდიოდი. ერთ დღეს კი აგურებით სავსე ავტომობილი ვაჩვენე და ვუთხარი, რომ მშენებლობა მქონდა დაწყებული.  რომ ჩამოვედი აქ ერთი ხეც არ იდგა ჩვენ დავრგეთ და ბაღნარად ვაქციეთ აქაურობა, შემდეგ დენიც შემოვიყვანეთ და  სარწყავი წყალიც“  

უკვე 23 წელია რაც ნელის სოფელში ცხოვრება და სირთულეებთან გამკლავება მარტოს უწევს.

sofeli

სოფლში  უმეტესად აჭარლები არიან დასახლებული, რომლებიც 90-იან  წლებში ჩამოასახლეს და მერეთში საერთო საცხოვრებელში შეასახლეს.ზოგმა კი თავი დაჩებით დასახლებლ ადგილს შეაფა.  ამბობენ, რომ მათი პრობლემით არავინ ინტერესდება.  თავადაც გამოუთქვიათ ინიციატივა ნაგვის ურნების, გარე განათებისა და სხვა პრობლემების შესახებ , თუმცა მათ სოფლის სტატუსი არ ქონის გამო ვერ ეხმარებოდნენ.

yeni kend11

„სანამ თქვენ სოფელს სახელი არ დაერქმევა და არ მიეკუთვნება მარნეულის მუნიციპალიტეტს მანამდე არაფერი გექნებათო, ვნახოთ აბა რას გააკეთებენ, გარე განათება იქნება თუ სანაგვე ურნები დაიდგმევა“- ამბობს ერთ-ერთი მოსახლე

სოფლის მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ  ზოგადად არ იცოდნენ თუ დასახლებისთვის სოფლის სტატუსის მინიჭებას გეგმავდნენ სახელწოდებით „ივერიონი“ მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ სახელის მინიჭება მოსახლეობის ინიციატივით მოხდა.

მარნეულის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი, ბესო ნიჟარაძე „რადიოსთან“ საუბარში ამბობს, რომ სოფლისთვის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი კანონსის საფუძველზე ხდება. საკრებულომ  დოკუმენტაცია სამთავრობო კომისიას გადაიგზავნა, თუმცა პროცესი დასრულებული არ არის

„მიმდინარეობს სამართლებრივი რეგულაცია და წარმოება . ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო აქტი ჯერ მიღებული არ არის.  ამის ფორმულირებას და განსაზღვრას ახორციელებს მთავრობის შესაბამისი კომისია. აქედან გამომდინარე, აქტის მიღება ხდება მთავრობის მიერ , შესაბამისი კომისიის მიერ და ამის შემდგომ ხდება წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის გამოცემა. აღსანიშნავია, რომ  წარდგენილი ადმინისტრაციული მასლები და ყველა ის დოკუმენტები, რომელიც სოფლის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს მთავრობის იერ თანხმობა, როგორც პოზიცია გამოთქმულია, თუმცა მხოლოდ თანხმობა საკმარისი არაა“- ამბობს ნიჟარაძე

ნიჟარაძის თქმით, ახლა საჭიროა შესაბამისი აქტის მიღება, რომელსაც ელოდებიან და ამ აქტის შემდგომ საკრებულო მიიღებს შესაბამისს საბოლოო გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის სახით.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register