მარნეულში „მოყვარულთა თასი 2018“ – ის გათამაშება იწყება
ფეხბურთის მოყვარულთა საყურადღებოდ, პროექტი „მოყვარულთა თასის 2018“ – ის გათამაშების ფარგლებში, მუნიციპალური ასპარეზობა იწყება. თუ ხართ 16 წლიდან და გყავთ თქვენნაირი ფეხბურთის მოყვარული მეგობრები შეგიძლიათ 5 მარტამდე შეავსოთ განაცხადი და ითამაშოთ ფეხბურთი სამ ეტაპად – მუნიციპალურ, რეგიონალურ და ფინალურ დონეზე. მარნეულში ამ თასის ორგანიზებაში არის ჩართული მარნეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება. განაცხადების მიღება მერიაში არის შესაძლებელი. ამის შესახებ ჩვენ განყოფილების უფროსი, ბეთქილ ნავერიანი გვესაუბრა
“განაცხადი უნდა შეივსოს მინიმუმ 20 მონაწილისგან , მაქსიმუმ 30 მონაწილისგან. ასაკობრივი ზღვარი თექვსმეტი წლიდანაა, დაუშვებელია განაცხადში პროფესიონალი ფეხბურთელის შეყვანა. ჩვენ განაცხადებს ფედერაციაში გავაგზავნით და დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში დაიწყება მოყვარულთა თასის გათამაშება მარნეულში“ -ამბობს ბეთქილ ნავერიანი
სპორტული პროექტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. ჩემპიონატის მიზნებიში არის დასახელებული ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა; მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბება; ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება დაპოპულარიზაცია საზოგადოებაში; ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა; სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენა; ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთში; დამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორმირება, რომელიცმონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ტურნირებსა და UEFA REGIONS’CUP-ზე. განაცხადის ნახვა შესაძლებელია მერიის ოფიციალურ ვერბ გვერდზე.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments