მარნეულის სოფლებში წყლის მრიცხველების დამონტაჟება ეტაპობრივად იგეგმება

wyalmzomi

მარნეულში, სადაც ინდივიდუალური წყლის მრიცხველები ჯერ არ არის  მათი დამონტაჟება ეტაპოვრივად იგეგმება. როგორც  მარნეულის სოფწყალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსი მამუკაშვილი „რადიოსთან“ საუბარში განმარტავს  მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თანხას სულადობით იხდიდა ახლა კი მათთან წყალმზომები დამომტაჟდება. მისივე თქმით  სოფლები, რომლებსაც შპს „მარნეულის სოფწყალი“ ემასურება თითქმის 70% გამრიცხველიანებულია.  მრიცხველების დამონტაჟება  უმეტესად  მაშინ ხდება , როდესაც სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ყველგან იგეგმება წყალმზომები, ყველგან მოხდება მრიცხველების დამონტაჟება. მიმდინარე წელს დაახლოებით 1000 მრიცხელი უნდა მოეწყოს ჩვენი მხრიდან. არის ისეთი სოფლები, სადაც აუცილებელი ჯერ სარეაბილიტაციო სამუშაობი ჩატარდეს, შემდეგ კი მრიცხველები დამონტაჟდეს“-ამბობს  მამუკშვილი

შპს „მარნეულის სოფწყალი“ამჟამად 34 სოფელს ემსახურება.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register