დღეს ნათლისღებაა
დღეს , 19 იანვარს, მართმაიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღება – ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და ამით წყალი განიწმინდა
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლოს მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება.
ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.
რადიო “მარნეული” გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს.
0 Comments