მეხუთე სართულიდან გადაყრილ ნარჩენებს მერიის ზედამხედველობის სამსახური ვერ აფიქსირებს

5

მარნეულში გამსახარუდიას ქუჩაზე  ადვილად შეამჩნევთ საცხორებელ კორპუსებთან დაყრილ ნარჩენებს, რაც იქვე არხში იყრის თავს.

5

საკვბის ნარჩენებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნივთებს ბავშვის საფენებსა  და ტანისამოსსაც დაინახავთ

3

საბინა ტალიბოვა გამსახურდიას ქუჩაზე  ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს. მისი სახლის აივანი კი დანაგვიანებულ არხს უყურებს.  საბინა აქტიური მოქალაქეა და ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნას წლებია ცდილობს. სურდა ,სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გაეწმინდა არხი და შეექმნა მექანიზმი, რომლის საშუალებით ნარჩენები აღარ დაიყრებოდა და ფაქტის შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი მოქალაქეები პასუხს აგებდა.

„ ადგილობრივ მუნიციპალიტეტიდან ისეთი გადაწყვეტილება მოვიდა, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელია, რადგან მელიორაცია არ აძლევს უფლებას. როგორც პროექტში იყო გათვალისწინებული იქ  სპეციალური გასამინჯი ბადეები დამაგრდებოდა, რაც ნარჩენებს  გააჩერებდა და დანაწილებულად გამოჩნდებოდა რომელ ნაწილში ვინ ყრის ნარჩენებს, რომ დაჯარიმდეს და პასუხი აგოს.“

საბინა ასევე ამბობს, რომ  დაჯარიმება აუცილებელია და  მისი აზრით,  ბევრი გამოსავლი არსებობს, რომ მოსახლეობამ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავოს. ყველაზე მეტად გაუსაძლი არხთან ცხოვრება მაშინაა, რომდესაც ზაფხულში ნარჩენების გამძაფრებული სუნი დგას.

“უნდა დაჯარიმდეს ამ ბინების ყველა მცხოვრები, თანაბრად დაჯარიმდეს, მეც კი ვარ მზად გადავიხადო ეს ჯარიმა ოღონდ ეს პროცესი შეჩერდეს. შემდგომში მოსახლეობა აღარ გადაყრის და ერთმანეთს გააკონტროლებენ, რათა სხვისი საქციელის გამო ჯარიმები არ იხადონ.“

მოსახლეობეის უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ ნარჩენბს თავად არა, მაგრამ მეზობლები შეუმჩნევით რომ ყრიან , რომლებიც ხშირ შემთხვევაში არხში თუ არა ხეებზე რჩება.  მსგავს ქმედებას კი იმით ხსნიან, რომ მათ სანაგვე ურნა ახლოს არ აქვთ.

“ბუნკერი კი გვაქვს, მაგრამ ზალიან შორს არის. ჩვენ მივმართეთ რომ ურნების რაოდენობა გაეზარდათ და     ბინებთა დაედგათ, თუმცა არავის არაფერი გაუკეთებია. ზოგი კი მეხუთე სართულიდან ყრის და ძალიან   სწორს აკეთებს. შორია ურნა და მეხუთე სართულიდან ჩამოსვლა ეზარებათ”

” არა შვილო სანაგვე ურნა მაქვს, ვაგროვებ და მერე გარეთ მიმაქვს და ვყრი”

” სხვისი არ ვიცი, მე კი გარეთ გამაქვს ნაგავი”

ნარჩენების რაოდენობა ახლა შემცირებული იმის გამოა, რომ დაახლოებით ორი დღის წინ არხში გამდინარე წყალი გაუშვეს.
2

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან მარნეულის საკრებულოს დადგენილებით მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს, ნარჩენების ურნის გარეთ დაყრის გამო მოსახლეობის დაჯარიმება დაევალა. რადიო “მარნეულმა“ სწორედ ამ საკითხზე მოამზადა სიუჟეტი 14 ივლისს , სადაც ზედამხედველობის უფროსი განმარტავდა, რომ ჯარიმების დაწერის ვალდებულებიდან 6 თვეში ვერავინ დააჯარიმეს. მიზეზს კი იმით ხსნიდა, რომ მათი სამსახურის წარმომადგენლებს ნარჩენების გადაყრის ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.

დააჯარიმა თუ არა ამ დრომდე ზედამხეედველობის სამსახურმა ნარჩენების გადაყრის ფაქტზე ვინმე და რა სანქციები არსებობს ამ კუთხით ,ჩვენ მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამასახურის უფროსს დავუკავშირდით, რომელსაც ამდრომდე პასუხის გაცემა დროის უქონლობის გამო უჭირს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register