მარნეულში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო მითვისებაში ორი პირი დააკავეს

img

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,   გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე ვრცელდება.

განცხადებაში წერია, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 2 000 მ2 და 3 000 მ2  ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში  94 000 ლარს შეადგენს. დადგინდა, რომ  გამოძიებით ბრალდებულები, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაუფლნენ.

გამოძიების მიმდინარეობისას,  ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ  მიყენებული ზიანი 36 000 ლარის ოდენობით სრულად იქნა ანაზღაურებული.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. – წერია განცხადებაში.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register