გამჭვირვალობა: “ვფიქრობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა მთავრობის მსგავსი დადგენილება უნდა მიიღოს”

gamchirvaloba

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამავე დადგენილების მიღება კი სხვა მუნიციპალიტეტებმაც დაიწყეს.  არჩილ თოდუა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი ამბობს, რომ მათ მონაცემები იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და აჭარის რეგიონში შეისწავლეს, სადაც მუნიციპალიტეტების უმრავლესობას ჰქონდა დადგენილება  მიღებული, თუმცა  უმეტეს შემთხვევაში  მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილების შესაბამისობას არ წარმოადგენდა

„მთავრობის დადგენილება ძალიან კარგ პრაქტიკას განსაზღვრავს, კარგი სარეკომენდაციო ხასიიათის დოკუმენტზე.  ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტებმაც უნდა მიიღონ მსგავსი დოკუმენტი.  მუნიციპალიტეტების უმრავლესობას მართალია აქვთ დადგენილება, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არ არის მისი შესაბამისი. არის რაღაც ჩამონათვალი ინფორმაციისა, რომელიც არ ქვეყნდება ან იშვიათად ხდება განახლება.  მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ საჯაროდ ინფორმაცია და  ვიცოდეთ რა მოცულობის თანხა გაიცემა ხელფასის სახით მუნიციპალიტეტებში, რატომ გაიცემა და ვიზე გაიცემა პრემია დანამატი, როგორია მათი ავტოპარკი, რას ხარჯავენ ავტოპარკის მომსახურებაში და ა.შ.”  -ამბობს არჩილ თოდუა 

მარნეულის მერიას კონკრეტულად  საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული  საჯარ უნფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისი დადგენილება არ აქვს, თუმცა, როგორც საკრებულოს აპარატის  უფროსი ნინო ბერიძე ამბობს, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით ხელძღვანელობენ, სადაც ერთ-ერთი თავი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას თვლიან , რომ მოიცავს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register