“ჯეო ჰოსპიტალიდან” პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანამ ხმაური გამოიწვია

xestexana

გუშინ ღამით, თორმეტ საათზე,  მარნეულში მცხოვრები 41 წლის ელდუზ ჩილდირლი სახლში  შეუძლოდ გახდა. ოჯახმა სასწრაფო დახმარება  გამოიძახა, თუმცა  დაგვიანების გამო ახლობლემა მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში პაციენტი  თავად წაიყვანეს. როგორც ნათესავები ამბობენ, საავადმყოფოში წაყვანის დროს მას მაღალი წნევა ჰქონია. ექიმებმა თავდაპირველად მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეუფასეს, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პაციენტი კომაში ჩავარდა. ახლობლებლებმა თბილისში სხვა კლინიკაში გადაყვანის სურვილი გამოთქვეს.

„დილიდან გვეუბნებიან,  რომ კატასტროფის მანქანა გამოიძახეთ და წაიყვანეთ თქვენი პაციენტი. გამოვიძახეთ სასწრაფო,  ჟურნალისტებიც და მათი გამოძახებული კატასტროფა ჩვენ არ გვჭირდება ჩვენ თბილისიდან გვინდა რომ გამოიძახონ. ახლა გამოვიძახეთ მოდის მანქანა და გვეუბნებიან რომ ჩვენ თქვენ პაციენტზე პასუხს არ ვაგებთ. მანამდე დილით გარანტიას გვაძლევდნენ და პასუხს აგებდნენ მის მდგომარეობაზე, ახლა რა შეიცვალა? ღამის 11 საათიდან აქ მოვიყვანეთ. გვეუბნებიან პაციენტი კარგად არის. წნევა, შაქარი ნორმაშია. კომპიტერული ტომოგრამა გაუკეთეს. გვეუბნებიან კარგად არის და პაციენტი გუშინდელი დღიდან კომაშია ჩავარდნილი. ახლოს არ გვიშვებენ. დილით მხოლოდ და შეუშვეს, წამით ანახეს. არც კი გვიშვებდნენ პაციენტთან.“

მარნეულის  „ჯეო-ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორი ტატა შენგელაია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო და აფსოლუტურად შეეძლოთ მისი მართვა საავადმყოფოში, თუმცა თბილისში გადაყვანა მოითხოვეს.

თავის ტვინის ტომოგრაფიამ არაფერი ისეთი დარღვევა არ გამოავლინა.  გადავწყვიტეთ საკონტროლო გაგვეკეთებინა, რომელიც 24 საათში კეთდება ხოლმე, ვინაიდან თვითონ გამოთქვეს გადაყვანის სურვილი, ჩვენ პრობლემა არ გვქონდა პაციენტისთვის მიგვეხედა.  მასეთი პაციენტები ბევრი გვყოლია და ვმართავთ ჩვეულებრივად, თუმცა მათ თავად მოინდომეს თბილისში გადაყვანა“ -ამბობს ტატა შენგელაია

პაციენტი მარნეულიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register