ჩაბნელებული ხიდის ქვემოთ გზა მოსახლეობის განცხადების საფუძველზე განათდება

5

მარნეულში,  მაღალაშვილის სახელობის ხიდის ქვემოთ განათების არ არსებობის გამო საღამოს საათებში გავლა საშიშია. მიმდებარე ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების  არსებობა მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. მოქალაქეების დაკბენის ფაქტსაც იხსენებს მოსახლეობა.

9 იანვარს კი სწორედ ხიდის ქვემოთ, საღამოს საათებში  ერთ-ერთ მოქალაქეს  ტურა თავს დაესხა და უკბინა.  მოსახლეობა ამბობს, რომ განათების დამონტაჟება აუცილებელია, ღამის საათებში იქ გავლა ფაქტობრივად  შეუძლებელია:

“ რა თქმა უნდა, განათება კარგია. ნორმალურად ვიქნებოდით ჩვენც

“კარგი იქნებოდა, რომ იყოს განათება. ბავშვი, მოხუცი , ყველა დადის და საშიშია სიარული“

საჭიროა განათება. სიბნელეა და ძაღლებიც არიან, მაგასაც უნდ მიხედონ

განათება უნდა იყოს. სიბნელეა და აქედან მანქანებიც გადიან. საშიშია თან ერთმანეთი ხომ უნდა ნახონ რომ ავარია არ მოხდეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი
ლერი ფანგანი „რადიოსთან“ საუბარში განმარტავს, რომ განათებების მოწყობის საჭიროების შემთხვევაში მოახლებამ მარნეულის მერიას განცხადებით უნდა მიმართოს, რათა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register