გამოკითხულთა უმრავლესობა 23 თებერვალს მამაკაცების დღედ მიიჩნევს

23

23 თებერვალი რატომღაც ბიჭების დღედ მიიჩნევა. საკუთარი მაგალითიდან გამომდინარე შეიძლება ყველას გაახსენდეს დღე,  როდესაც სკოლაში მისული გოგონები თავიანთ კლასელ ბიჭებს ამ დღეს საჩუქრებით ულოცავდნენ.

ჩვენ მარნეულის N1, N8 და N3 საჯარო სკოლებში მივედით, მოსწავლეების უმრავლესობა  23 თებერვალს ბიჭების დღედ აღიარება, ზოგმა პირადი საჩუქრებიც მიიღო თუმცა ამბობენ, რომ სკოლაში არ აღუნიშნავთ

„დღეს მამაკაცების დღეა. საიდან მოვიდა ეს დღესასწაული და საბჭოური პერიოდიდან აღინიშნება, როგორც მამაკაცების დღე. საჩუქარიც მივიღე. სკოლაში არ აგვიღვნიშნავს.“

“მამაკაცების დღე არის, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან აღინიშნება. ეს არის მამაკაცების გამარჯვების დღე. ეს დღე სკოლაში არ აღვნიშნეთ, თუმცა საჩუქარი მივიღე.“

„ მამაკაცების დღე არის. მე არ აღვნიშნავ რად მინდა? სიმართლე გითხრათ არ ვიცი ზუსტად რა დღე არის, თუმცა სსრკ-ს დროის ჯარისკაცების დღე არის. საქართველოში არ აღინიშნება, ისე საჩუქარი კი მივიღე.”

„მამაკაცების დღე არის. საიდან წამოვიდა ამის აღნიშვნა არ ვიცი, არც საჩუქარი მიმიღია. დღეს არის წითელი არმიის დაარსების დღე. ჩვენ არ აღვნიშნავთ და არც საჩუქრები მიგვიღია რადგან წითელმა არმიამ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მოკლა. არც საჩუქარი მიმიღია, და რომც ვინმეს ეჩუქებინა არ მივიღებდი.“

23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს. 1919 წელს შექმნილი სამხედრო სკოლის იუნკერები ისტორიაში სწორედ 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდნენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ,საქართველოში კაცების დღედ ხშირად 23 თებერვალს მიიჩნევენ, თუმცა რეალურად  მამაკაცთა საერთაშორისო დღე 19 ნოემბერს აღინიშნება. მამაკაცებისთვის განკუთვნილი ეს დღესასწაული 1960-იან წლებში დაარსდა. ამ დღესასწაულის დამფუძნებლების აზრით, კაცების საერთაშორისო დღეს ყურადღება უნდა მიექცეს კაცების დისკრიმინაციის პრობლემებს, ოჯახში მათ უფლებებსა და განათლებას.

რადიო მარნეული

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register