მერიის ახალი თანამშრომლები იდენტიფიცირების გარეშე

მარნეული

მარნეულის მერიაში 22 თებერვლიდან  კონკურსის წესით დანიშნეს პროფესიული საჯარო  მოხელეები.

 ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებისა და   წარმომადგენლის ასისტენტების განყოფილების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

 ეკონომიკის სამსახურის მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

 ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.

ზედამხედველობის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის   ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ხელმძღვანელი.

შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

 მერის თანაშემწე.

მათი სახელი და გვარი უცნობია, თუ არ ჩავთვლით მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მიერ დასახელებულ ზედამხედველოსბის სამსახურის უფროსს, დავით ღუდუშაურს.

მერიაში კი მათი ვინაიობის ართქმას  პერსონალური ინფორმაციის დაცვით ასაბუთებენ.   იურისტები „რადიოსთან“ საუბარში ამბობენ , რომ მათ ამგვარ ქმედებას კანონი ნამდვილად იცვას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ახალი თანამშრომლების ცნობადობა მაღალ საზოგადოებრივ ინტერსესს წარმოადგენს და ინდენტიფიცირება ხდება.

ინფორმაცია მერიაში ახალი თანამშრომლების დანიშვნის შესახებ მარნელის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და ასევე, მერის თემურ აბაზოვის ფეისბუქ გვერდზეც ვრცელდება, სადაც ვიდეომასალაში თემურ აბაზოვი ერთ თანამშრომელს ასახელებს,  შესაბამის სამსახურის წამომადგენლებსაც აცნობს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ თანამშრომლებს მათი სახეები ვიდეოში კარგად ჩანს და იდენტიფიცირებაც შესაძლებელია.

 

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register