ქუჩაში შემჩნეულმა ჩანთამ ეჭვის ნიშნები წარმოშვა

დღეს, 23 თებერვალს , დაახლოვებით 18:00 საათზე რუსთაველის ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საედანაც მარნეულის რამდენიმე სოფლისა და ბაქოს სამარშრუტო ტაქსები დგანან იქვე ასფალტზე შავი ფერის ჩანთა შეიმჩნეოდა, რამაც გამვლელ მოსახლეობაში ეჭვის ნიშნები გამოიწვია.
ფოტო: რადიო მარნეული
საპარტულო პოლიციის ორმა ბრიგადამ მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ნივთის გარშემო ყვითელი ლენტი შემოავლო. დაახლოებით 19:00 ჩანთა გახსნეს, რომელშიც საკვები პროდუქტები აღმოჩნდა. ჩანთა კი სავარაუდოდ, ერთ-ერთ მგზავრს დარჩა.
ფოტო: Marneulitv/ Lela Kharshiladze
ფოტო: რადიო მარნეული
ფოტო: რადიო მარნეული
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments