პრეზიდენტი: „იმიტომ კი არ გასწავლით ქართულს აზერბაიჯანული რომ დაივიწყოთ”

11

მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტისთვის დასმულ კითხვაზე ხომ არ ემუქრება ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ასიმილაცია, პრეზიდენტმა კონკრეტული  მაგალითების მოყვანა სთხოვა. რადგანაც მიიჩნევს რომ  ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს:

„იმიტომ კი არ გასწავლი ქართულს აზერბაიჯანული რომ დაივიწყოთ. იმიტომ გასწავლი ქართულს რომ შენი აზრი გავიგო ტელევიზორში, იმიტომ გასწავლი ქართულს რომ შენ მიერ დაწერილ რაღაცას (აზრს) მინდა რომ მოვუსმინო. ამიტომ მინდა გასწავლო ქართული რომ შენ {აზერბაიჯანელს} უფრო ადვილად ჩააბარო უმაღლეს სასწავლებელში. იმიტომ მინდა გასწავლო ქართული რომ შენ ეკონომიკურ პროცესებში არ გიჭირდეს ამ ქვეყნის უფრო ძლიერი მოქალაქე იყო. ამიტომაც მე ფულს ვდებ ქართული ენის შესწავლაში იმიტომ რომ შენ მე და შენი თანამოძმეები მჭირდებით რომ ძლიერი საქართველო შევქმნათ. ეს არ არის ასიმილაცია. ეს არის თქვენი მოქალაქეებად ჩამოყალიბება. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ერთამნეთს ვერ გავუგებთ. იმიტომ რომ ერთ ენაზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომაც ამაში იდება ინვესტიცია და ეს სწორია. ამავე დროს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განავითაროთ თქვენი კულტურა, წეს-ჩვეულებები. მე არ ვიცი ასეთი შემთხვევა, მაგრამ თუ ვინმემ აგიგრძალათ თქვენ, მაგალითად, ადგილობრივი ანსამბლის შექმნა, სხვადასხვა წრეების. თქვენ არავინ არ გიგრძალავთ თქვენი კულტურის შენარჩუნებას. პირიქით გარკვეული მხარდაჭერაც არის. აზერბაიჯანელი წარმოშობის საქართველოს მოქალაქე აუცილებლად უნდა ისწავლოს ქართული. აუცილებლად უნდა იყოს აქტიური ქართული ბიზნესმენი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, კულტურის მოღვაწე, ჟურნალისტი. ეს აუცილებელია იმიტომ რომ ერთიანი სახელმწიფო გვჭირდება“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენი გიორგი მარგველაშვილი მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  დაინტერესებულ პირებს  რესპუბლიკის-100 წლისადმი მიძღვნილ კამპანიის ფარგლებში შეხვდა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register