ახალი კამპანიის გასაცნობად ჩამოსულმა პრეზიდენტმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა
დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მარნეულს ეწვია. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გიორგი მარგველაშვილი დამსწრეებს ახალი კამპანიის შესახებ ესაუბრა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” .
კამპანიის მნიშვნელობის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითადი საუბრები პრობლემებს შეეხო. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესუბულმა პირებმა პრეზიდენტს დახმარება სთხოვეს. მაგალითად, ერთ-ერთმა დამსწრემ, რომელსაც ქმარი ციხეში ჰყავს და სასჯელს იხდის ამ საქმის გადახედვა პრეზიდენტს სთხოვა.
მარნეულში ე.წ თუთების ბაღებში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მრავალშვილიანმა დედამ შეზღუდული შსაძლებლობის მქონე შვილთან ერთად მათი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარება ითხოვა.
სალომე ქირია მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ქართულს ასწავლის. მან აქცენტი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზეე გააკეთა ,როგორიცაა სკოლაში ბულინგი, ძალადობა ასევე , კადრების პრობლემა, რომელზეც მთავრობას მისი აზარით ალტერნატიული გზების მოძებნა შეუძლია.
ძირითადათი საკითხები განათლებას, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას და ასევე, ახელმწიფო ენის შესწავლას ეხებოდა.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ენის სწავლება მნიშვნელოვანია, დიდ რესერსურს მოითხოვს, რაც ძლიერი სახელმწიფოს შექმნას და ეთნიკური უმცირესობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments