ავტოპარკის დირექტორი: “ფიროსმანის ქუჩას ტრანსპორტი ფაქტობრივად არ სჭირდება”

gza

მარნეულში ფიროსმანის ქუჩაზე მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს. ყველაზე მეტად აქ ადგილობრივების თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა აწუხებთ,  როგორც ისინი ამბობენ, სახლში მისასვლელად ტაქსით ან ფეხით  წასვლა უწევთ.

რა ვქნათ თუ ვინმეს მანქანა მიდის მოედნამდე მივდივართ იქ და  ავტობუსში ვჯდებით. დაბრუნების დროსაც იგივეა. თუ ვინმე არ მოდის აქამდე ფეხით მოვდივართ.

“მარშრუტკა მოედნამდე მოდის და იქიდან ვერაფერს ვერ გავყვებით. ვისაც მანქანა ჰყავს მიდის დანარჩენები ფეხით დავდივართ.

“სამსახურში სხვას მანქანით მივყვები ხოლმე. თუ არაა მანქანა ფეხით მივდივარ მოედანზე როცა ვბრუნდები შინ  ისევ ფეხით მიწევს ამოსვლა”

ჩვენ შპს “მარნეულის ავტოპარკის“ დირექტორს  გრიგოლ ჯალაღონიას ვესაუბრეთ, რომელიც ფიქრობს, რომ ტრანსპორტი აღნიშნულ ადგილზე საჭირო არ არის.

„მანდ მოსახლეობა ცხოვრობს  დაახლოებით 150 მეტრზე.  150 მეტრის იქეთ აღარ არს მოსახლეობა. ცალკე რეისის დანიშვნა არამგონია გამართლებული იყოს, თან მოედნამდე მიდის ტრანსპორტი იქედან კი ახლოსაა დასახლება.  ფიროსმანის ქუჩას ტრანსპორტი ფაქტობრივად არ სჭირდება„- ამბობს გრიგოლ ჯალაღონია

შპს “მარნეულის ავტოპარკი“ დღეის მდგომარეობით 20 ტრანსპორტით ემსახურება მოსახლეობას

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register