დღეს ხოჯალის ტრაგედიიდან 26 წელი შესრულდა

xocali

1992 წელს 26 თებერვალს სომხეთის შეეარაღებული ძალები ყოფილი სსრკ-ს ხანქანდში მდებარე 366-ე მოტოსროლელი დივიზიის მონაწილეობით ქალაქ ხოჯალიში მცხოვრები  მკვიდრების წინააღმდეგ გენოციდი განახორციელეს. მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშბევი მოკლეს.

კერძოდ, ხოჯალოს მოსახლეობის 613 კაცი მოკლული, ხოლო 487 კაცი დასახიჩრებული იქნა. 1275 კაცი – მოხუცი, ქალი და ბავშვი კი ტყვედ იქნა აყვანილი. 150 კაცის ბედი   დღემდე გაურკვეველია, უგზოუკვლოდ არიან  დაკარგული. ხოჯალოში ამოხოცილი 613 ადამიანიდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. ამ გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული.

24-მა  ბავშვმა  მშობლები 130 -მა კი მშობელთაგან ერთი დაკარგა. ხოჯალოს გენოციდის წლისთავი აზერბაიჯანში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. აზერბაიჯანის საელჩოები და დიასპორა ყოველ წელს 26 თებერვალს მოსახსენებელ  ღონისძიებებს და კონფერენციებს ატარებენ. ამ ღონისძიებებში ხოჯალოს ტრაგედიის ამსახველი ფოტო სტენდები გამოიფენება და ფილმების ჩვენება იმართება.

საქართველოში ხოჯალოს გენოციდის შესახებ რიგი  ღონისძიებები ტარდება. 25 თებერვალს,  ქალაქ თბილისში ახალგაზრდების მიერ აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ატარებს ფოტო გამოფენას ამ დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოხსენების ღონისძიება ჩატარდა. მარნეულშიც საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ოფისში და სხვა კუთხეებშიც მსგავსი ღონისძიებები ტარდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register