მარნეულში ფიტნესზე სიარული დასაქმებული ქალებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია

fitnes

რაბია მამედოვა დაახლოებით ერთი თვეა, რაც მარნეულში საცხოვრებლად გადმოვიდა, სპორტით წლებია დაკავებულია და აქ ჩამოსულს ფეტნეს კლუბში სიარული უნდა. მარნეულში მსგავს ცენტრებს იშვითად თუ შეხვდებით, თან ქალები აქ ნაკლებად დადიან.

2 ფიტნეს კლუბიდან ჯერჯერობით გოგოები მხოლოდ ერთში დადის მათი რიცხვი კი ხუთს არ აღემატება.  ამ კლუბში მენეჯმენტი შესაბამის გარემოს შექმნას ცდილობს- დინამიური მუსიკა, ინტერიერი და აღჭურვილობა. ქალებისთვის  აქ ქალი ტრენერი ჰყავთ.

ფიტნეს კლუბში შესულებს ორი გოგო დაგვხვდა, რომლებიც შუადღის პირველ საათზე ვარჯიშობდნენ და ჩვენთან საუბრში ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ მსგავს გარემოს მოსახლეობა ჯერ მიჩვეული არ არის.

ლელა ხარშილაძე მარნეულის ტელევიზიის ოპრატორი ფიტნესზე სიარულს მაშინ ახერხებდა, როცა დრო ჰქონდა, ხშირ შემთხვევაში კი მამაკაცებთან ერთად ვარჯიში უწევდა.

რაც შეეხება მეორე კლუბს, ტრენერის თქმით, გოგოები არ დადიან, მაგრამ თუ მისვლის სურვილი ექნებათ, ტრენერით ვერ უზრუნველყოფენ.

რაბია სამსახურის გამო 6 საათამდე ვერ იცლის, ამიტომ მისთვის მოსახერხებელი დრო საღამოს საათებშია.  ფიტნეს კლუბის წარმომადგენლის თქმით, საღამოობით ბევრი მამაკაცი მოდის ,თან მორწმუნე და მათთან ერთად რაბიას  ვარჯიში წარმოუდგენელია.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register