სწავლის ხანგრძლივობის შემცირება სიმონ ჯანაშიას აზრით მრავალფეროვანი პროგრამების შემოტანას შეუწყობს ხელს

სიიმოინ ჯანაშია

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის და კანონპროექტის მიხედვით, იგეგმება ბაკალავრიატზე სწავლა ოთხი წელის ნაცვლად სამი წლი , ხოლო მაგისტრატურა ერთი წელი, ორის ნაცვლად.

განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ჩვენთან საუბარში მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილების შესაბამისად  შესაძლებელი გახდება მრავალფეროვანი პროგრამის შემოტანა , რაც ახლოს იქნება საერთაშორსო პრაქტიკასტან.

„პროგრამების მრავალფეროვნება გაიზრდება, არჩევანი გაიზრდება, ხარჯები შემცირდება განათლების და უფრო სწრაფად შევლენ  ადამიანები სამუშაო ბაზარზე. იმის ნაცლად რომ ოთხი წელი ელოდონ კვალიფიკაციის მიღებას,  სამ წელიწადში შეძლებენ დასაქმდეს.  ცხადია, შეიძლება გაჩნდეს ზოგიერთი მიმართულებით კითხვა ,იქნება თუ არა საკმარისი სამწლიანი პროგრამა და ეს უფრო პროგრამების აკრედიტაციის საკითხი იქნება. თუ პროგრამას ექნება ისეთი მიზნები, რომელსაც ოთხი წელი სჭირდება, მაშინ აკრედიტაციამ არ უნდა დაუშვას, რომ სამ წელიწადში განხორციელდეს. „ -ამბობს სიმონ ჯანაშია

ცვლილება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე პროგრამაზე გავრცელდეს.

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register