ექსტერნის გამოცდისთვის ამდროისთვის 133 მოსწავლე დარეგისტრირდა

GAOCDEBI

მარნეულიში ამჟამად ექსტერნის გამოცდისთვის 133 მოსწავლე დარეგისტრირდა. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე  ხდება.

როგორც მარნეულის რესურს ცენტრის დირექორი ქენან ომაროვი ამბობს,  მოსწავლეებს დასარეგისტრირებლად  კიდევ 1 დღე აქვთ. მათი რეგისტრაცია კი  მარნეულის რესურსცენტრშია შესაძლებელი.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდები ჩატარდება 2018 წლის 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდში.

 რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register