საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა.
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 73 მსჯავრდებული, აქედან 4 ქალია მსჯავრდებული.
შეწყალების აქტით, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, აქედან 2 ქალია მსჯავრდებულს.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის თებერვალში განიხილა 858 პირის საქმე.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments