გენდერული საბჭოს პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო

genderuli sabcho

საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა თანასწორი უფლებების სფეროში,  შესაძლებლობების ხელის შეწყობა,  დისკრიმინაცის თავიდან აცილება და აღმოფხვრა.  ეს ის მთავარი მიზნებია, რასაც  მარნეულის საკრებულოში არსებული გენდერული საბჭო უნდა ემსახუროს.

დღეს მათ მერიაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს, შეხვედრას საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. გენდერული საბჭოს თანაშემწემ ია ესებუამ დებულებაში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც საბჭოში ახალი წევრების დამატებას გულისხმობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელვანია მათთვის რეკომენდაციების და შენიშვნებიის მიღება, გომდინარე იქედან, რომ საბჭოს მუშაობა მუნიციპალიტეტში ახალი პრაქტიკაა. გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფებიც შეიქმნება

„ყველა ადმინისტრაციულ  ერთეულში გვეყოლება სამუშაო ჯგუფები, სადაც ჩართული იქნება, როგორც მაჟორიტარი, ისე მერის წარმომადგენელი, ნებისმიერი თითოეული მოქალაქე, ვისაც სურვილი ექნება საბჭოსთან მუშაობისთვის და პირიქით მივესალმებით თუ ვინმეს რამე გამოცდილება აქვს და ამ კუთხით რჩვებს მოგვცემს და იდეებს მოგვაწოდებს“-ამბობს ამირან გიორგაძე.

სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდანი გენდერულ საბჭოსთან თავიანთი მანდატის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციები და გამოცდილება საბჭოს დაეხმარება, რომ შედეგიანი იყოს საბჭოს მუშაობა და ფუნქციონირება. ჩვენ რა საკვირველია, ცალკე კიდევ შევიმუშავებთ თუ რა კუთხით შეგვიძლია, რომ დახმარება გავუწიოთ ჩვენი მანდატის ფარგლებში და მათ მუშაობა გაუადვილდეთ“ -ამბობს მარიამ გვიდანი.

საკრებულოს გენდერულ საბჭოს სულ 12 წევრ ჰყავს -ამირან გიორგაძე (საბჭოს თავმჯდომარე), მამუკა ნავერიანი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე),  ია ესებუა (საკრებულოს მდივანი), ნონა სამხარაძე (არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი). ლარისა გელაშვილი (მერიის თანამშრომლელი), როენა ახობაძე (საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი).  რომან ტაბატაძე, რიჩარდ გიგანი, ბესო გუჯეჯიანი, (საკრებულოს დეპუტატები).

გენდერული საბჭოს შექმნამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ეთნიკური ნიშნით საბჭოს დაბალანსებას მოითხოვდნენ,  რის შედეგადაც საბჭოს  საბინა ტალიბოვა, თურაჯ იბრაგიმოვა და ნადირ გულიევი დაემატნენ. ანონსის შესბამისად დასწრება თავისუფალი იყო, თუმცა პირველ სხდომას ომბუდსმენის რეგიონული წარმომადგენელი ესწრებოდა.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register