გენდერული საბჭოს წევრებს გენდერის მიმართულებით სამუშაო შეხვედრები სჭირდებათ
მარნეულის საკრებულოში გენდერული საბჭოს წარმომადგენლლებისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება იგეგმება. გენდერული საბჭოს მდივანი ია ესებუა ფიქრობს, რომ გამომდინარე იქედან წევრებს არ აქვთ გამოცდილება გენდერის საკითხების მიმართულებით, ამიტომ მათთვის სამუშაო შეხვედრებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარომადგენლები, ნონა სამხარაძე და საბინა ტალიბოვა ჩაატარებენ.
“ფაქტორივად ეს ადამიანები არიან საკრებულოს წევრები, არ არიან გედერის სპეციალისტები შეიძლება მეტნაკლებად ყველას ესმის ეს საკითხი, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ჩვენზე მეტი პრაქტიკა აქვთ გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება. სხვადასხვა თემში რა სიტუაცია გვაქვს, როგორი მოწყვლადი ჯგუფები გვაქვს და რა საჭიროებები არსებობს“- ამბობს ია ესებუა
სამუშაო შეხვედრების ჩატარების დრო კონკრეტულად ჯერ განსაზღვრული არაა, თუმცა, როგორც ია ესებუა განმარტავს ახლო მომავალში დაიწყება.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments