მარნეულის ქუჩები Google-ის რუკაზე არ იძებნება

kuce2

როგორ მოვძებნოთ ადგილები მარნეულში, სადაც ჩვენ მისვლა გვინდა და გვჭირდება?

-სად არის ენის კურსები?

-მერიასთან.

-სად არის საავადმყოფო?

-აი, მოედნიდან ზემოთ უნდა ახვიდეთ.

მსგავსი ფრაზებით იშვიათად თუ მიგვასწავლიან მარნეულში ტაქსის მძღოლები ადგილებს ქუჩის დასახელების მიხედვით.

ცენტრალური ქუჩა რომ  რუსთაველის ქუჩას ჰქვია ეს, რა თქმა უნდა , გამოკითხულთა უმრავლესობა კარგად იცის, თუმცა სხვა ქუჩების დასახელება ბევრს გაუჭირდება, ბევრ ქუჩას სახელი არ აწერია, რაც მოსახლეობაში რიგ პრობლემებს ქმნის. მაგალითად , ერთ-ერთი გამოკითხული თავის კონკრეტულ მაგალითს იხსენებს, როდესაც  საწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მათთან დაგვიანებით ქუჩის არ ცოდნის გამო მივიდა.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იცის ქუჩების დასახელებები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ  ადგილობრივი არ ხარ, უბრალოდ იცი ქუჩის დასახელება და გინდა „გუგლ რუკის“  აპლიკაციის მეშვეობით მიმართულება მოძებნო ძალიან გაგიჭირდება. მაგალითად, როგორ მივიდეთ რადიო „მარნეულის“ ოფისში თუ ჩვენ მხოლოდ ქუჩის დასახელება ვიცით, სამწუხაროდ, „გუგლ რუკაზე“  რადიო „მარნეულთან“ მდებარე ქუჩა არ იძენბება. ამიტომ, მარნეულში ჩამოსულ ტურისტს დროის დაკარგვა და კითხვა-კითხვით სიარული მოუწევს თუ სად არის რადიო.

მარნეულის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი  დავით ხარშილაძე ამბობს, რომ აბრები მხოლოდ მთავარ ქუჩებზეა მითითებული. სხვა ქუჩებზე კი გეგმავენ წარწერების გაკეთებას.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა აქვს თუ არა მერიას ტურისტული თვალსაზრისით და (ზოგადად ) კონკრეტული მიმართულებები რაც „გუგლ რუკის“ აპლიკაციაში ჩაიტვირთება და ადამიანებს შესაძლელობა ექნებათ გამარტივებულად მივიდნენ დანიშულების ადგილამდე , ასევე რა დატვირთვა ექნება ტურისტულ ჯიხურს, რომლის გაკეთებასაც მერია აპირებს ამისთვის  მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელს ელგუჯა კუპატაძეს დავურეკეთ, რომელმაც სატელეფონო კომენტარისგან თავი შეიკავა, არც ის აგვახსნევინა რატომ გვინდოდა მისი ჩაწერა და კომენტარისთვის მერიაში დაგვიბარა.  მერიაში ფაქტობრივად არაფრის გამო მივედით, როგორც თავად ამბობს, კომენტარის გაკეთებისთვის ჯერ ნებართვა უნდა აეღო უფროსისგან, უფროსიც სხვასთან უნდა შეთანხმებულიყო, ამიტომ მხოლოდ ის გვითხრა, რომ ქუჩების დანომვრა და აბრების გაკეთება მათ კონპეტენციაში არ შედის. რაც შეეხება ტურისტული ჯიხურის მნიშვნელობაზე  კომენტარს, ჯერ შეთანხმების პროცესში არიან.

რადიო “მარნეული” 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register