მერია ვალდებულია აზიურ ფაროსანაზე საბრძოლველად ინფორმაცია მოსახლეობაში გაავრცელოს

aziuri-farosanaa

აზიურ ფაროსანასთანს საბრძოლველად რიგი ღონისძიებების ჩატარება მარნეულშიც იგეგმება. მწერი, რომელიც აზიური ფაროსანას სახელითაა ცნობილი, გასულ წელს განსაკუთრებით  დასავლეთ საქართველო დააზარალა. მისი გავრცელების საშიშროება აღმოსავლეთ საქართველოშიც გაჩნდა, ამიტომ სახელმწიფო შესაბამის ზომების მიღებას გეგმავს. ამ დროისთვის უკვე შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელმძღვანელობს. სამთავრობო კომისის რამდენიმე სხდომა უკვე ჩატარდა და  დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძეიებები.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი გერონტი სივსივაძე ამბობს, წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ნელ-ნელა ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად მწერიც იწყებს გამოსვლას, ამიტომ მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს. ამისათვის აქტიურად დაიწყება საინფორმაციო შეხვედრები.

მწერის შენიშვნის შემთხვევაში კი აუცილებლად უნდა მოვახდინოთ რეაგირება, რადგანაც ის მავნებელია და აზიანებს 300-მდე სასოფლო სამეურნეო კულტურას და ხე-მცენარეებს.

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალირი დაცვის სამინისტროს დავალებული აქვს ყელა მოსახლემდე საინფორმაციო ბუკლეტეის მიტანა და ახსნა თუ როგორ ვებრძოლოთ სახლის პირბებში აზიაური ფაროსანას. თუ ადამიანმა დაინახა მსგავსი მწერი და ვერ გამოიცნობს ეს აზიური ფაროსანაა თუ არა ან საეჭვოდ მიიჩნევს, ამშემთხვევაში აუცილებელია მოხდეს ინფორმირება თუნდაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის,  ან ჩვენს სამსახურების. რომლებიც მიიტანენ სპეციალურრ წებოვან ლენტებს და თუ იქ კრიტიკული რაოდენობა დაგროვდა მწერების  მაშინ გადაწყდება ადგილის ქიმიური დამუშავება“-ამბობს გერონტი სივსივაძე

სივსივაძეს თქმით, ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მერიაში უკვე გაიმართა, ამიტომ მათაც დაევალებათ ინფორმაციების გავრცელება. ღონისძიებების ჩატარება ახლო მომავალში დაიწყება.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register