თბილისის მსგავსად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერებას მერია არ გეგმავს

ictimi neqliyyat 2

კახა კალაძეს თბილისის მერად დანიშვნის დღიდან არა ერთი ინიციატივა გამოუთქვამს ქალაქში საცობების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგების თაობაზე. დღეიდან თბილისში 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.

თბილისიდან 45 კილომეტრში, მარნეულში სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსებისთვის  სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გაჩერების პრობლემა არსებობს. მარშრუტკები აჩერებენ იქ,  სადაც მათ სთხოვენ.  მიუხედავა იმისა, რომ ქალაქში რამდენიმე წლის წინ დამონტაჟებული გაჩერებები არსებობს მძღოლების თქმით, საქალაქო ტრანსპორტის  მოუწესრიგებელი მოძრაობა მათ პრობლემებს უქმის და ავარიულ სიტუაციებსააც ქმნის.

“ყველა მარშრუტკა თავის ნებაზე დადის. სადაც უნდათ იქ აჩერებენ. კარგი იქნებოდა გაჩერებაზე რომ გააჩერონ. აი, მაგალითად თამარისის ავტობუსი მოდის და გაჩერებაზე დგას”

აქვე აჩერებენ და ხალხი აფთიაქშიც ვერ შედის. იქაც საგზაო ნიშანამდე გზას კეტავენ გაჩერებით. ყველასთვის საფრთხეს ქმნის.”

ტრანსპორტის მსგავს  მოძრაობას მოქალაქეებიც უწყობს ხელს. არსებულ გაჩერებასთან არ დგანან, თუმცა ჩვენთან საუბრასში მომხრეები არიან,  რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა მოაწესრიგდეს და მზად არიან  გაჩერებებზე დადგნენ.

“მათი ვალდებულებაა გაჩერებაზე გააჩერონ. მარნეული პატარა ქალაქია და არაა საჭირო ყველგან გაჩერება.”ჩვენთან ჯერ არაა ჩამოყალიბებული ეგ წესი. გაჩერებებზე უნდა გააჩერონ. ეს სხვა ტრანსპორტსაც უშლის ხელს”

“ზოგი მძღოლი კულტურულია ზოგი- არა. რამდენი ავარია ხდება დღეში  ყველას პატრული კი არ უნდა აკონტროლებდეს,  თვითონ მძღოლები არ იქცევიან კარგად”

“ყველა ავტობუსს და მარშრუტკას თავისი გაჩერება უნდა ჰქონდეს და მოსახლეობასაც ეცოდინება იქ მივლენ”

მარნეულის მერიაში განმარტავნ, რომ ამჟამად არ აქვთ შემუშავებული გეგმა, რაც ტრანსპორტის გაჩერებებზე გაჩერებას დაარეგულირებს, თუმცა პრიორიტეტი ამდროისთვის მერიაში  სამარშუტო საათების გაზრდაა.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register