მრავალშვილიანი დედა: “20 ლარით ვალერიანს თუ ვიყიდი”

familyiii

მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და ისინი სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე დამატებით 10-10 ლარს.

მარნეულელი ოლგა ენდელძე მრავალშვილიანი დედაა. მას ექვსი შვილი ჰყავს, მათშორის 4 არასრულწლოვანი. 8 წლის ბიჭი და 3 ტყუპი გოგო.  როგორც თავად ამბობს ჯერ არ იცის თანხას როგორ გამოიყენებს “კარგია, რომ ავიღებთ ამ ფულს, მაგრამ რისთვის მეყოფა არ ვცი, ალბათ ვალერიანისთვის”-ამბობს ოლგა ენდელაძე

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, კანონპროექტის მიზანი სახელმწიფოს მხრიდან  მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მათი მხარდაჭერაა. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდიაც

შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის.

პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.

კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register