კაჩაგანში გზის რეაბილიტაცია იგეგმება

mza

ვუსალ ისმაილოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში ცხოვრობს. მას სოფელში არსებული ცუდი გზის მდგოარეობა აწუხებს. ამავე პრობლემაზე  კაჩაგანის მოსახლეობაც ჩივის.

„სოფელში უმეტეს ქუჩებში გზები ტალახიანია. ბავშვები სკოლაში რომ მიდიან ტალახით ისვრებიან. გზა ცუდი რომ არის ნაგვის ურენბიც არ დევს და მოსახლეობა ნარჩენებს ქუჩაში ყრის”

„ბავშვი რომ მიდის სკოლიდან დასვრილი ბრუნდება. ცოდა ხანში საქონელსაც გავუშვეთ და სულ ტალახი იქნება ყველგან“

„შიდა გზებიც ასეა ყველგან ტალახია. მხოლოდ ეს ცენტრალური გზა გააკეთეს ისიც ბოლომდე არაა.“

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოს და კაჩაგანის გზების (მეორე ეტაპი) სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის უკვე ტენდერი გამოცხადებულია.

მოთხოვნის მიხედვით 13 მარტს ტენდერი დამთავრდება. დენტერის ღირებულება დაახლოებით 519.565 ლარს შეადგენს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register