პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირველ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება
პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირველ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება. კერძოდ, აღნიშნული აქციის ფარგლებში, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი; ასევე არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი;
მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;
მოქალაქეები რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი. ასევე ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს. ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.
მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
წყარო: ipn.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments