ბაქოში, სარეაბილიტაციო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

yangin

BBC-ს ცნობით, აზერბაიჯანში, ბაქოში, ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

ფოტოებში, რომელიც ადგილობრივი მედიის საშუალებით ვრცელდება, ჩანს რომ ერთსართულიან შენობას მთლიანად წაეკიდა ცეცხლი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ადგილობრივი დროით, დილის 8:18 საათზე გაჩნდა.

ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი უცნობია. ადგილზე მივიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

წყარო: on.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register