მარნეულში ექსტერნის გამოცდისთვის 179 მოქალაქე დარეგისტრირდა

exsterni

მარნეულში ექსტერნის გამოცდისთვის 179 მოქალაქე დარეგისტრირდა. როგორც მარნეულის რესურს ცენტრის დირექტორი ქენან ომაროვი ამბობს, მათთან რეგისტრაცია, როგორც ახანდელმა მოსწავლეებმა, ასევე სკოლიდან გასულმა მოქალაქეებმაც გაიარეს. შემდეგი ეტაპი კი სკოლის დირექტორებზე იქნება დამოკიდებული, სწორედ ისინი დააკომპლექტებენ კომისიის წევრებს, რაც წესდებითაა გათვალისწინებული.  მარნეულის რესურსცენტრი კი სკოლებში გამოცდის მსვლელობისას მონიტორინგს ჩაატარებს.

ქეთევან მერაბიშვილი მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორია. ამბობს, რომ მათი სკოლაში  გამოცდებისთვის ოთხი დარეგისტრირდა. საგამოცდო საკითხებს მასწავლებლები შეადგენენ და გამოცდები ობიექტურად ჩატარდება.

„ძალიან ოიექტურად ჩატარდება გამოცდები. რა თქმა უნდა, პროგრამული მასალა იქნება. კონვერტის სახით იქნება  დალუქული და ბავშვების თანდასწრებით გაიხსნება ტესტები“-ამბობს მერაბიშვილი

ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდები ჩატარდება 15 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდში.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register