საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის მერია იჯარას 11 500 ლარს გადაიხდის
დღეს მარნეულის მერიაში საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ დღისწესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი წარადგინა, რასაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შეხვედრაზე ძირითადად წერილები განიხილეს. ერთ-ერთი საკითხი კი 2018 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებას ეხებოდა, რაც ითვალისწინებს მარნეულში არსებულ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის წლიურად 11 500 ლარის გამოყოფას. როგორც მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა, აღნიშნული ჯანდაცვის ცენტრი მარნეულში კერძო ობიექტში მდებარეობს. აქამდე იჯარის თანხას არ იხდიდნენ, თუმცა ახლმა მეპატრონემ თანხის გადახდა მოითხოვა და მერია ყოველთვიურად 1 150 ლარს გადაიხდის.
გადაწყვეტილებაზე თანხმობა დეპუტატებმა ხელის აწევით დააფიქსირეს.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments