ჯეიხუნ ჩოვდაროვი საკრებულოს სხდომაზე დღეს პირველად მივიდა

chovdarovi

ჯეიხუნ ჩოვდაროვი  2 მარტს  საკრებულოს სხდომაზე პირველად მივიდა.  ის „ქართული ოცნების“ ყიზილაჯლოს მაჭორიტარი დეპუტატია. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მარნეულის მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომებს დღემდე არ ესწრებოდა. საკრებულს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ ჩოვდაროვს საქმიანობაში აქტიურად ჩართვა უსურვა.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, მარნეულის მუნციპლიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.  ხუთ ადამიანს შორის ყველაზე მძიმედ ჯეიხუნ ჩოვდაროვი დაშავდა.

ჯეიხუნ ჩოვდაროვმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობიის შედეგად ცესკოს მონაცემებით 78.34% მიიღო, რაც 967 ამომრჩეველია.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register