მარნეულში მცირე მეწარმეებს ახალი საგადასახადო ინიციატივა გააცნეს

iniciativa

2 მარტს მარნეულის მერიაში მცირემეწარმეებთან  ახალი საგადასახადო ინიციატივის გაცნობის მიზნით შეხვედრა გაიმართა,  რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში შეიმუშავა, რაც განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას.

ახალი საგადასახადო ინიციატივა მარნეულში ადგილობრივ მეწარმეებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა გააცნო, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეხება.

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100,000 ლარისა.

შეხვედრაზე მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც იმყოფებოდა, რომელმაც მთავრობის მხრიდან შემუშავებული ინიციატივა მცირემე მეწარმეებისთვის მნიშვნელოვნად შეაფასა.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთი მხრივ,აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register