პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ეროვნულ ხედვას წარადგენენ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიულ ეროვნულ ხედვას წარადგენენ.
ახალი კონცეფციის წარდგენას, რომელიც დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ თბილისის მერი კახა კალაძე, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო და შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.
წყარო: ipn.ge
Amil Məmmədov2286 Posts
0 Comments