12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 32 %-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა

texniki-baxis-masin-liderxeber-6401

დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებს, ტექდათვალიერების 2 თვიან შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიმართა. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ტექდათვალიერება ჩაუტარდა 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებას. 2 935 ავტოსატრანსპორტო საშუალება ცნობილ იქნა უვარგისად და მიეცა ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა. ხარვეზების უმეტესობა სამუხრუჭო მოწყობილობასთან, გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან მიმართებაში დაფიქსირდა. შემოწმებული (11 457 ) ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 405 ავტოსატრანსპორტო საშუალება არის იურიდიული პირის მფლობელობაში.
“დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს. 1-ელი ივლისიდან ამ ჯგუფს ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება”, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

წყარო: ipn.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register