“საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”-პასპორტის ჩასადები, რომელიც მსოფლიოს თქვენს სათქმელს ეტყვის
“როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია.”- სწორედ ამ იდეით შექმნა გიორგი პოპიაშვილმა ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეებისთვის “სავიზიტო ბარათი”.
ნივთი, რომელზეც ახლა გიამბობთ, თქვენს პასპორტს და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ავტომატურად ოკუპირებულს ხდის, 20%-ით. ეს პასპორტის ჩასადებია, რომელიც თქვენ მაგივრად უყვება მთელ მსოფლიოს, რომ ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქე ხართ.
“მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.”
იდეის ავტორის თქმით, მცირე დეტალები იმაზე უფრო ხმამაღლა ამბობენ, ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ.
“თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში.”
ოკუპაციის ინდიკატორი პასპორტის ჩასადების შეძენა აქ შეგიძლიათ. მისი ფასი 30 ლარია.
წყარო: https://on.ge
marneulifm1106 Posts
0 Comments