ოჯახი დაბინძურებულ არხის წყალს ბავშვების დასაბანად იყენებს

nagavi

იზაჰათ მამედოვი მარნეულში საიათნოვას ქუჩაზე ცხოვრობს. მიმდებარე ტერიტორია  ნარჩენებით არის დაბინძურებული. იზაჰათის თქმით,  ნაგვის ურნების არ არსებობის გამო მოსახლეობას ნარჩენების გადაყრა ქუჩაში ან იქვე , ე.წ შავ არხში უწევთ. მოსახლეობა ამბობს, რომ ზაფხულზე გაუსაძლისი სუნის გამო ყველაზე მეტად ჭირს აქ ცხოვრება.

აი, ეს ადგილი დაასუფთავეს ერთხელ და წავიდნენ. ნახეთ ნაგავით გავსებულია აქაურობა. არხიც გაუშვეს ახლა. მთელი ეზო გვაქვს დანაგვიანებული

ზაფხული მოდის და საშინელი სუნია ხოლმე. ვისაც მანქანა ჰყავს ტომარით  მიაქვთ და აგდებენ სადაც  ნაგვის ურნებია. ვისაც მანქანა არ ჰყავს იძულებულია არხში ჩაყაროს ნაგავი

ურნა უნდა იყოს რომ იქ ჩაყარონ ნარჩენები.

IMG_9262

მცხოვრებლები  წყლის პრობლემას არ უჩივიან, თუმცა ერთ-ერთი მოსახლე ამბობს, რომ უსახსრობის გამო მათ წყალი არ აქვთ და იძულებულები არიან იქვე მდებარე არხის წყალი საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოიყენონ

„მკვდარ ძაღლებს აგდებენ.  არხში ყველაფერი ჩაყრილი  და სუნიც ძალიან გვაწუხებს.  ჩვენ ოჯახში ამ წყალს ვხმარობთ ყველაფერისთვის, ვბანაობთ კიდევაც, შვილებიც გვყავს და დაავადების რისკიც მაღალია“

რადიო „მარნეულმა“ აღნიშნულ საკითხზე  მარნეულის მერიას მიმართა, როგორც პიარისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა თქვა, საიათნოვას ქუჩაზე არსებულ ნარჩარენების  პრობლემაზე არასდროს მიუმართავთ. აქედან გამომდინარე, საქმის კურსში შესაბამისი სამსახური ჩააყენეს და ისინი ადგილზე მისვლით ვითარებას შეისწავლიან.

IMG_9263

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register