ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლოა მოძრაობა ცალმხრივი გახდეს

bazar

მარნეულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორბელიანის და აღმაშენებლის ქუჩებზე ხშირი საცობების გამო შესაძლოა  მოძრაობა ცალმხრივი  გახდეს. ამის შესახებ რადიო “მარნეულს”  ბაზრის ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებმა  უთხრეს. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ამობენ, რომ  ეს მათ ვაჭრობაზე უარყფითად  აისახება

“რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ვაჭრობაზე. ჩვენ ისეთ საქონელს ვყიდით, რომ მძიმეა და მანქანა ახლოს უნდ იყოს რომ ჩავდოთ. ახლა ცალმხრივი რომ იქნება მანქანა ვერ მობრუნდება და იძულებულია ხიდთან წავიდეს. ასეც მოვა თუ არა კლიენტი არ ვიცი.”

“ჩვენ ვაპროტესტებთ ამას. იმიტომ რომ გზას კეტავენ აქ და მწვანილის გამყვიდელებისგან ადგილს ვერ ვპოულობთ. მთელ ნაგავს ყრიან აქ და ყოველდღე ჩვენ მაღაზიის მეპატრონები ვასუფთავებთ აქაურობას”

“მხოლოდ ჩემთვის კი არა ყველა მაღააზიისთვის ცუდია. ჩემგან ერთი ტომარა ფქვილი რომ იყიდოს მანქანამ უნდა წავიდეს მოატრიალოს და ისევ უნდა მოვიდეს. ჩვენც გადასახადს ვიხდით ეგეც გაითვალისწინონ. ცალმხრივი მოძრაობა ჩვენ არ გვაწყობს”

მოვაჭრეებისგან განსხვავებით ცალმხრივ მოძრაობას მოსახლეობა დადებითად აფასებს

“რა თქმა უნდა, კარგი იქნება ცალმხრივი მოძრაობა. ქვეითებისთვისაც კარგია თავისუფლად გადავალთ. ორმხრივად ძალიან რთულია”

“ძალიან კარგი იქინებოდა, ყველასთვის მოსახერხებელი იქნება”

“ბაზარში როგორ შეიძლება ცალმხრივი გზა იყოს.  გასასვლელი და შემოსასვლელი საიდან იქნება”

თუ ვისი ინიციატივა იყო და რატომ ხდება საჭირო ცალმხრივი მოძრაობის შექმნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამისთვის მარნეულის მერიას მივმართეთეთ. საქმეში გარკვევას დაგვპირდნენ, რის შემდეგაც კომენტარს გააკეთებენ.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register