პირველი კლასში დარეგისტრირებას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ

pirvelklaselebi

ნინი თითქმის ერთი წელია, რაც სკოლაში მივიდა, როგორც დედამისი ამბობს ბავშვი პროგრამით გათვალისწინებულ მასალებს კარგად ითვისებს. თავადვე ამბობს, რომ შვილის ამგვარი შედეგი საბავშვო ბაღში ნასწავლი ცოდნა იყო. სკოლაში 6 წლის შევიდა, პრობლემა იმისა, რომ დაბადების თარიღის გამო ერთი წელი მოცდა მოუწევდა არ ჰქონდათ, თუმცა ნინის დედა ფიქრობს, რომ მშბობლებს, რომლებიც ერთი ან ორი დღის გამო შვილების რეგისტრაციას ვერ ახერხებებს ძალიან ცუდია, ფაქტობრივად ბავშვები ერთ წელს კარგავენ.

“მე ვფიქრობ, რომ ჩემ შვილზე საბავშო ბაღმა დიდი გავლენა იქონია. ვფიქრობდი, რომ სკოლაში გაუჭირდებოდა მასალის დაძლევა, თუმცა ახლანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთი წელი რომ დასჭირვებოდა სკოლაში წასასვლელად, ვფიქრობ უფრო გაუჭირდებოდა“

2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ – აღნიშნული ინფორმაცია edu.aris.ge  -ზე ვრცელდება. ახალი სასწავლო წლის დაწყების მუდმივ თარიღად 15სექტემბერია განსაზღვრული, თუმცა წელს 15 სექტემბერი არასამუშაო დღეა და ამითომ სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, რომ ბავშვები, ვისაც 6 წელი 16 და 17 სექტემბერს უსრულდებათ შეძლებენ პირველკლასელთა ბაზაში რეგისტრაციას.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register