სოფლის მასწავლებლებისთვის განკუთვნილმა ინტერნეტ ტარიფების გაძვირებამ მათ ოჯახებს ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა

internetizacia

მარნეულელი ნიჰატ მამედოვი მე-11 კლასში სწავლობს. აქტიურად აქვს მზადება დაწყებული საატესტატო გამოცდებისთვის. ივნისში 4 გამოცდის ჩაბარება უწევს, ამიტომ საგნებს ელექტრონულად ინტერნეტის მეშვებით მეცადინეობს. დედა მასწავლებელი ჰყავს ოჯახში კი კორპორატიული ნომერით ინტერნეტ პაკეტებს აქამდე იაფად ყიდულობდა და გამოცდებისთვის მზადებასაც ასე ახერხებდა. მარტიდან კორპორტაიული ნომრების გამოყენებაზე ცვლილებები შევიდა და ტარიფები გაიზარდა. ნიჰათის სოფელში ინტერნეტი არ არის. ინტერნეტის დამჭერი ანტენის დამონტაჟება კი 300 ლარამდე ჯდება.

” აქამდე ჯეოსელის კორპორატიული ნომრით ვსარგებლობდი,  ტარიფები იაფი იყო და ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი იყო.  გაკვეთილებისთვის ვემზადებოდი, მეგობრებს ვეკონტაქტებოდი, იუთუბის არხისთვის ვიდეობეს ვიღებდი. ახლა ტარიფები გაძვირდა და ვერცერთ აქტივობას ვასრულებ. მეც მინდა როგორც მეზობელ სოფლებში, ისე ჩვენთანაც იყოს ინტერნეტი”

საქართველოს მთავროობას აქვს დამტკიცებული პროექტი, რომელიც საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციას გულისხმობს.   ეკონომიკის სამინისტროს გეგმით კი  2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა.  თუ როგორ მიმდინარეობს  საყოველთაო ინტერნეტიზაციის სამთავრობო პროგრამა უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს რამდენიმე კომპანია ემსახურება, რომელიც მოსახლეობას ინტერნეტის სხვადასხვა ტარიფებს სთავაზობს, თუმცა სერვისით სარგებლობა მარნეულის სოფლებში მოსახლეობას უსახსრობის გამო უჭირს.

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register