„მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ პროექტების მიღება დაიწყო!

1520260643_eberti

„მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ პროექტების მიღება დაიწყო!

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს პროექტების კონკურსს „ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ სწავლების ხელშეწყობა სკოლებში“.

პროექტების კონკურსი ცხადდება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლებისა და ევროპული ღირებულებების საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა, დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია და მოსწავლეების მიერ კონკრეტული თემების შესახებ ცოდნის შეძენა, გაღრმავება.

აღნიშნული კონკურსი წარმოადგენს 2017 წელს ჩატარებული სემინარის დასკვნით ეტაპს.

პროექტები მიიღება მიმდინარე წლის 1 აპრილის ჩათვლით. პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: guidetoeurope@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://infocenter.gov.ge/1767-proeqtebis-konkursi-mastsavleblebisthvis-daitsyo.html   

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register