პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მარნეულში შეხვედრას გამართავენ

genderi

 

2018 წლის 7 მარტს 13:00 სთ-ზე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“  მარნეულის ოფისში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე.

სპიკერები ისაუბრებენ და უპასუხებენ დამსწრეთა შეკითხვებს ქალთა უფლებების შესახებ, განიხილავენ საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიშს.

შეხვედრა ტარდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“  (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები.

შეხვედრა გაშუქდება ადგილობრივი მედიის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:  მარიამ სამხარაძე  მობ.: 598 430339; ნილუფერ ყურბანოვა
მობ.: 599 023090:

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register